ჩვენ შესახებ
"ბადაგი" არის ქართული, ნატურალური, ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია. "ბადაგი" ჩვენი ოჯახის ისტორიაა. პირველად ჩურჩხელის წამროება 20 წლის წინ ერთი ადამიანით დავიწყეთ. დღეს კი ჩვენთან 100 ადამიანზე მეტია დასაქმებული, რომლებიც ყოველდღიურად 6 000 ჩურჩხელას აწარმოებენ, მაღალ მოთხოვნად პერიოდებში წარმოების მოცულობა კი დღეში 7 000-ს აღწევს. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩურჩხელის ტრადიციულ დამზადების მეთოდს და ნატურალური ნედლეულის გამოყენებით ვქმნით კახურ ჩურჩხელას, როგორც საცალო, ისე - კორპორატიული მომხმარებლებისთვის. "ბადაგის" ქსელი მოიცავს 16 მაღაზიას, რომლებიც თბილისსა და ბათუმშია განთავსებული.