კითხვები

რა არის ჩურჩხელის შენახვის რეკომენდებული ვადა?
ნატურალური ჩურჩხელა, სწორი პირობების დაცვით, ჩვეულებრივ 3–6 თვემდე ინარჩუნებს კარგ ხარისხს.
რა სასარგებლო თვისებები აქვს ჩურჩხელას?
ბადაგი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს და ენერგიის წყაროა, ხოლო ნიგოზი და თხილი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებითა და ვიტამინებით.
რა განსხვავებაა რქაწითლისა და საფერავის ჩურჩხელას შორის?
რქაწითელის ჩურჩხელა ღია ფერისაა და ნაზი, ტკბილი გემოთი გამოირჩევა, ხოლო საფერავის ჩურჩხელა უფრო მუქია, ინტენსიური გემოთი და მდიდარი არომატით.
როგორია მიწოდების პირობები და ღირებულება?
მიწოდების ღირებულება და ვადები დამოკიდებულია მისამართსა და შეკვეთის მოცულობაზე. ღირებულება ავტომატურად გამოითვლება შეკვეთის გაფორმების ეტაპზე.

რატომ უჩნდება ჩურჩხელას დროთა განმავლობაში თეთრი ფენა?
ჩურჩხელას დროთა განმავლობაში თეთრი კრისტალები უჩნდება ბუნებრივი შაქრების კრისტალიზაციის გამო. ეს ნორმალური პროცესია და ნატურალური პროდუქტის თვისებაა.
არის თუ არა ბადაგი 100% ნატურალური?
დიახ, პროდუქტი მზადდება მხოლოდ ყურძნისგან და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს.
რა არის ბადაგი და როგორ მზადდება?
ბადაგი არის ყურძნის ნატურალური კონცენტრატი, რომელიც მიიღება ყურძნის წვენის ნელა ხარშვით და დაორთქლვით, ტრადიციული მეთოდით.
შეიძლება თუ არა დიეტის დროს მიღება?
რადგან არ შეიცავს დამატებულ შაქრს, შესაძლებელია ზომიერად ჯანსაღი რაციონის ფარგლებში მიღება.

როგორია ჩურჩხელის სწორი შენახვის პირობები?
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 10–20°C-ია. უმჯობესია შეინახოთ ქაღალდში ან ბამბის ქსოვილში გახვეული.