
ჩვენ შესახებ
ჩვენთვის ჩურჩხელა ყოველდღიური კულტურის ნაწილია. ბადაგი შეიქმნა იმ დამოკიდებულებისგან, იმ იდეით, რომ პროდუქციას, რომელსაც ასეთი დიდი ისტორია და იდენტობა აქვს, დაფასება და პატივისცემა სჭირდება. 2011 წელს ბადაგის პირველი ბრენდირებული მაღაზია გავხსენით. მაშინ, როცა ჩურჩხელა სეზონურ და ნაკლებად პოპულარულ სნექად აღიქმებოდა, ჩვენი ფილოსოფია უბრალოდ პროდუქტის მიმართ ნდობას დაეფუძნა. ჩურჩხელა მზადდება დამატებული შაქრის, ხელოვნური საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე, მხოლოდ ნამდვილი ინგრედიენტებით, სადაც მცირე დეტალების ერთობლიობა და ნედლეულის ხარისხი ქმნის უნიკალურ, არომატულ გემოებს.
დღეს ბადაგს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი იცნობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც არ უნდა შორს წავიდეთ, ის ნდობა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო, უცვლელი დარჩეს. მადლიერები ვართ თითოეული ადამიანის, ვინც წლების განმავლობაში ბადაგი აირჩია და სხვებსაც გააცნო. ეს ჩვენთვის პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც რომ ვაკეთოთ ეს საქმე თავდაუზოგავად და სიყვარულით. როგორც ერთ დროს ბრენდული მაღაზიის შექმნა ჟღერდა ამბიციურად, დღესაც შეიძლება ასევე ჟღერდეს მისი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ სნექად ქცევა. პროდუქტი, რომელიც ერთდროულად გემრიელია, ვეგანურია და პრაქტიკული. მთაში, ველოსიპედზე, გზაში, ივენთებზე თუ ბავშვების ჩანთაში, ბადაგი ყველგან თავის ადგილს პოულობს. გამოცდილება, სწორი განვითარება და პრინციპი, რომ ზრდას მხოლოდ რაოდენობით არ ვზომავთ, გვაძლევს საშუალებას, ბადაგი კიდევ უფრო შორს წავიყვანოთ და ჩურჩხელის ისტორიაში ახალი ეტაპი შევქმნათ.

ჩურჩხელის ისტორია
ლეგენდის თანახმად, ჩურჩხელა ბრძოლაში მიჰქონდათ მისი მაღალკალორიულობის გამო და კონცენტრაციის გასაძლიერებლად. მეომრები ჩურჩხელაში არსებულ ბამბის ძაფს ღია ჭრილობების გასაკერადაც იყენებდნენ - რომელიც მომზადების პროცესის გათვალისწინებით, სტერილიზებულად ითვლებოდა.
თავად სიტყვა „ჩურჩხელა“ დღემდე საკამათოა. ერთი თეორია მას „ჩურჩხთან“ აკავშირებს, რაც „ჩონჩხს“ ნიშნავს და სავარაუდოდ მის სტრუქტურას გულისხმობს. არქეოლოგიური აღმოჩენები მიუთითებს, რომ ჩურჩხელას თიხის ჭურჭელშიც ინახავდნენ, რაც მის ვადიანობას ბუნებრივად კიდევ უფრო გაახანგრძლივებდა.
თანამედროვე მოლაშქრეები ზოგჯერ მას „ქართულ სნიკერსს“ უწოდებდნენ, ან ახლა უკვე პირველ ენერგეტიკულ ბარს. ჩურჩხელა სავსეა ჯანსაღი ენერგიებით და სატარებლად ასევე კომპაქტური და მარტივია.

განსაკუთრებით უხდება ყავას, ჩაის, ღვინოს ან ყველს.
დროთა განმავლობაში, ზედაპირზე შეიძლება თეთრი კრისტალების მსუბუქი ფენა შეამჩნიოთ. ეს ნატურალური ყურძნის ფრუქტოზაა და მისი ბუნებრივობის ნიშანია. ჩურჩხელას გემო და ტექსტურა დროთა განმავლობაში იცვლება: ახალი ჩურჩხელა უფრო ნედლი თხილეულის და ნაზი ბადაგის გემოთი გამოირჩევა, ხოლო ფრუქტოზის კრისტალიზაციისას არომატები უფრო ძლიერდება და სტრუქტურა მსუბუქად იცვლება. ამ ეტაპზე ჩურჩხელა განსაკუთრებულად დელიკატურ ხასიათს იძენს.
