
ბადაგის შესახებ
ჩვენ საუკუნოვან ტრადიციებს თანამედროვედ ვხედავთ. ბადაგის პირველი ბრენდირებული მაღაზია 2011 წელს გაიხსნა.
ერთი ოჯახისგან დაიწყო და დღეს 300-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.
ჩვენ ვაწარმოებთ ჩურჩხელას, რომლისთვისაც საჭიროა 3 ინგრედიენტი: ნიგოზი/თხილი, 100% ნატურალური ყურძნის წვენი, ხორბლის/სიმინდის ფქვილი.
ბადაგის ასორტიმენტში ასევე შეხვდებით ტყლაპის ნაირსახეობას, რომლის დამზადებისთვისაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხილია საჭირო. საწარმო მდებარეობს კახეთში და აშენებულია ევროკავშირის სტანდარტებით.
ჩურჩხელა
სასაჩუქრე შეფუთვები
შეარჩიე სასურველი ფასისა და შემადგენლობის სასაჩუქრე შეფუთვა. შეუკვეთე საყვარელი ადამიანებისთვის ან კორპორატიული ღონისძიებებისთვის.
ტყლაპი
ჩურჩხელას ისტორია

ვაზისა და ყურძნის კულტურა საქართველოში ათასწლეულებს ითვლის, ჩურჩხელა კი ამ კულტურის ნაწილია. მას საგზლად ატანდნენ, დიდხანს ინახავდნენ და ენერგიის წყაროდ იყენებდნენ. მისი ტრადიციული ფორმაც სწორედ ამ დანიშნულებას უკავშირდება. დანარჩენს კი ჩურჩხელასთან დაკავშირებული მრავალი ისტორია და ლეგენდა გვიყვება.
ჩვენი მისამართები


































